29 ივლ 2026
თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ღია კენჭისყრაზე დაუჭირა მხარი.
ბერძენიშვილი მაუწყებლის პირველი გენერალური დირექტორია, რომელმაც მმართველობის მანდატი სრულად შეასრულა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აშენდა პირველი არხის ახალი შენობა, შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა, ასევე შეიქმნა სტრიმინგ პლატფორმა 1tvplay.ge და სპორტული არხი „პირველი არხი სპორტი“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად კონკურსი 25 ივნისს გამოცხადდა, ღია კენჭისყრა კი 29 ივლისს შედგა.