29 ივლ 2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.
ცოტა ხნის წინ, გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა: „ჩემი ბედი რომ ვიცი, ეს მამუკა მდინარაძე ბოლოს ჩემი „დასამარხი“ გახდება“.
აღნიშნულ განცხადებას ცოტნე ანანიძემ ხალხური ანდაზით უპასუხა: „მგელი ისე არ მოკვდება, თხის დასამარხი გახდესო“.