ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ხანძარი გაუჩნდა

29 ივლ 2026

ბათუმის შემოვლით გზაზე საწვავმზიდს ხანძარი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილის კაბინაში გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.