30 ივლ 2026
ბათუმში, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მოხდა.
ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე ქუჩაზე მიმოსვლა აღდგენილია.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.