30 ივლ 2026
საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. ოპოზიცია სიახლეებს სახელმწიფოს მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია.
ცვლილებებს მიესალმებიან მმართველ გუნდში. აცხადებენ, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია რეგიონების განვითარება.
შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. იგი ასევე შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელსაც მამუკა მდინარაძე იკავებს, სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება.