30 ივლ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. მინისტრმა ქართველ სუმოისტებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ვერცხლისა და ექვსი ინდივიდუალური მედლის მოპოვება მიულოცა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
შოტლანდიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +115 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურა წიქორაძემ ჩემპიონობა იზეიმა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, -115 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გახდა საბა გამთენაძე, +115 კილოგრამ და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ბადრი ხატისკაცმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა ბერიძე (-77 კილოგრამში). ხოლო ეროვნულმა ნაკრებმა - ბადრი ხატისკაცის, საბა გამთენაძის, ზურა წიქორაძისა და დავით აქუბარდიას შემადგენლობით - ფინალი უკრაინასთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.