საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი 2026“

30 ივლ 2026

ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმი 2026” გაიმართა. ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. ღონისძიებაში ჩართული იყო 100-ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ ასევე როგორც კლასიკური კონტროლის, ასევე ელვისებური ჭადრაკის გამარჯვებულნიც. ტურნირი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.