30 ივლ 2026
დღეს ბათუმში აჭარის რეგიონის სპორტსმენებისთვის ინდივიდუალური მომზადების ცენტრი „სქილ ლაბ ბათუმი“ გაიხსნა. ინდივიდუალური მომზადების ცენტრის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიაა, რომელთან ერთად აჭარაში მოქმედი წამყვანი სპორტული სექციების, - სათამაშო, ორთაბრძოლებისა და ინდივიდუალური სახეობების ათლეტებისთვის სამედიცინო კვლევებს ჩაატარებს.
ცენტრის მიზანი ადგილობრივი სპორტსმენების პროფესიული ზრდისა და ჯანმრთელობის მონიტორინგის ხელშეწყობაა, რაც პარტნიორულ ორგანიზაციებთან ერთად, სისტემატური ფიზიკური და ფუნქციური შეფასებების სახით განხორციელდება.
ცენტრის გახსნას ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ ვეტერანი ფეხბურთელები და სხვადასხვა სპორტული სექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.