ახალი საინიციატივო ჯგუფი - შეფასებები

30 ივლ 2026

საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივას შეფასებები  მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში. 

ჯგუფთან კონსულტაციებისთვის მზადაა მმართველი გუნდი, სადაც აცხადებენ, რომ ხელოვანებმა მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ინიციატივა დააყენეს და მზად არიან საკითხზე მსჯელობისთვის. საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილეც.

გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფისგან დაცვის მექანიზმების არსებობა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.