30 ივლ 2026
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ, რის შემდეგაც სახალხო დღესასწაულ „ხადორობა - 2026“-ის ღონისძიებებს შეუერთდნენ. მათ დაათვალიერეს ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები და გაეცნენ რეგიონის კულტურულ ტრადიციებს.