30 ივლ 2026
31 ივლისის ღამის 12 საათიდან 1 აგვისტოს 08:00 საათამდე რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, აეროპორტისა და სამრეწველოს ადმინისტრაციული ერთეულების, ასევე ადლიის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდებათ. ინფორმაციას კომპანია "ბათუმის წყალი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ინჯალოს რეზერვუარზე ცენტრალური მილსადენის დაერთების სამუშაოებია.
"31 ივლისიდან 1 აგვისტოს ღამის განმავლობაში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში, წყალმომარაგების მიმართულებით, ინჯალოს რეზერვუარზე ცენტრალური მილსადენის დაერთების სამუშაოები იგეგმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე 31 ივლისის ღამის 12 საათიდან 1 აგვისტოს 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, აეროპორტისა და სამრეწველოს ადმინისტრაციული ერთეულების, ასევე ადლიის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს.
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, დროებით დაფიქსირდეს ქსელში წყლის სიმღვრივის მომატება.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.