ინფრასტრუქტურული პროექტები ქედაში

30 ივლ 2026

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ატრაქციონების და ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. დასრულდა სოფელ ზედა მახუნცეთში ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა არმირებული ბეტონის ფილების და კაუჩუკის ფილების მოწყობა. ასევე, ესკიზის შესაბამის სხვადასხვა ინვენტარის და ატრაქციონის მონტაჟი; ასევე დასრულდა, სოფელ მილისში ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბეტონის ფილის, კაუჩუკის ფილების და ბორდიურების მოწყობა, ტრენაჟორის ლითონის კონსტრუქციების მოწყობა, სახურავის ბურულის მოწყობა და სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორების დამონტაჟება.