30 ივლ 2026
ხვალ ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში „BATUMI OPEN 2026“, რომელშიც 8 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, მამაკაცთა და ქალთა შორის გაიმართება. საქართველო ტურნირზე 300 მებრძოლით იქნება წარმოდგენილი.