31 ივლ 2026
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ გაავრცელა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრანკო ბარეზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა.
ბარეზი „მილანის“ ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა, მას კარიერის მანძილზე სხვა გუნდში არ უთამაშია. რაც შეეხება ნაკრებს, იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში 81 შეხვედრა ჩაატარა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო იტალიელმა ფეხბურთელმა ექვსჯერ მოიგო სერია A, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა თასს დაეუფლა. 1997 წელს „მილანმა“ მის პატივსაცემად 6-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო.