31 ივლ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
მხარეებმა ისაუბრეს მომავალ ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.