31 ივლ 2026
აჭარის ხელოვნების მუზეუმში მუსიკალური საღამო გაიმართა. ღონისძიება ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის მონაწილეობით ჩატარდა. კონცერტზე სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა. მსმენელმა მოისმინა როგორც ქართული, ისე უცხოელი კომპოზიტორების ნამუშევრები.
გუნდი 2008 წელს ქალაქ ბათუმში რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაარსდა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მუსიკას. გუნდი არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია.
საღამოს ფარგლებში რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები შესრულდა, მათ შორის ანტონიო ლოტის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და რუსუდან ხორავას კომპოზიციები.