31 ივლ 2026
„მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ 2010“-ში ორთოპედ-ვერტებროლოგი, პროფესორი ჩაღათაი ოზთურქი უფასო კონსულტაციებს მართავს. სქოლიოზი და ხერხემლის დეფორმაციები, კიფოზი და კიფოსქოლიოზი, ხერხემლის თიაქარი, ხერხემლისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საერთაშორისო ექსპერტის რჩევა სწორად დაგეგმონ შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
მოწვეული პროფესორი პაციენტის სამედიცინო ისტორიის, კვლევებისა და ჩივილების გაცნობის შემდეგ, შემდგომი მართვისთვის რეკომენდაციებს ქართველ ექიმს გაუზიარებს.
30 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესორ ჩაღათაი ოზთურს 10 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია აქვს გაკეთებული.