მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა - პოლიტიკური შეფასებები

31 ივლ 2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.

მაკა ბოჭორიშვილსა და ემი დიაზს შორის გამართულ შეხვედრას უმრავლესობაში აფასებენ. 

მმართველი გუნდში განაცხადეს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ნებისმიერ ფორმატში მიმდინარე განხილვების შედეგად აშშ-სთან რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობას მიაღწიონ.  

ამასთან იმედი აქვთ, რომ ახალი რწმუნებული თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამერიკა საქართველოს ურთიერთობის განმტკიცებაში. აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ თანამშრომლობისა და ორმხრივი ინტერესების დაბალანსებისთვის მზადაა.