31 ივლ 2026
დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა ტაეკვონდოში ბათუმი ოპენ 2026-მა. შეჯიბრება სპორტის ამ სახეობაში საქართველოში დღემდე ჩატარებულთაგან ყველაზე მასშტაბურია და მასში რვა ქვეყნის 700- მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ასპარეზობა მამაკაცთა და ქალთა შორის სამივე ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 300 მებრძოლითაა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონ-პრიზიორები.
დღეს გაიმართა ''ბათუმი ოუპენ''-ის გახსნის ცერემონია, რომელსაც ევროპის ტაეკვონდოს კავშირის სპორტული დირექტორი იონის მურუცოსი და საქართველოში კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი ესწრებოდნენ. პირველი საშეჯიბრო დღეს მედლების კომპლექტი იუნიორთა შორის გათამაშდება.
საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში კვირას, 2 აგვისტოს დასრულდება.