31 ივლ 2026
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს აკადემიური მოსწრების შენარჩუნებაც მოუწევთ.
მესამე და შემდეგ სემესტრებში 50%-იანი დამატებითი დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტმა წინა სემესტრში უნდა დააგროვოს სრული დატვირთვის მინიმუმ 80% კრედიტები. ანუ ამ კრედიტების შესაბამისი საგნები უნდა ჩააბაროს დადებითი შეფასებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თუ ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებს ანუ ჩაიჭრება და 24 კრედიტს ვერ დააგროვებს სტუდენტი , სახელმწიფო შეუწყვეტს დამსახურებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას და სტუდენტს სწავლის საფასურის დარჩენილი 50%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს.