01 აგვ 2026
„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ და ისრაელი დღეს და ხვალ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას განიხილავენ.
იმის გამო, რომ არსებობს შეშფოთება, თუ რა გავლენას იქონიებს საჰაერო იერიშები აშშ-ისა და მსოფლიო ეკონომიკაზე, განიხილებოდა ოპერაციის დასრულება ორშაბათს, საფინანსო ბაზრების გახსნამდე. თუმცა, ოპერაციის დასრულების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით საბოლოოდ არ დადგენილა.
რამდენიმე ამერიკული წყაროს ცნობით, ისრაელის მხარე ინფორმირებულია და პროცესს შეერთებულ შტატებთან ათანხმებს. ამავე წყაროების განცხადებით, პრეზიდენტს დარტყმების განხორციელებაზე საბოლოო ბრძანება ჯერ არ გაუცია.
ერთობლივი ოპერაცია ისრაელის საბრძოლო მოქმედებებში დაბრუნებას ნიშნავს, რაც აშშ-ის შუამდგომლობით მიღწეული ზავის პერიოდში იყო შეჩერებული. ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩაშლისა და ივლისის დასაწყისში აშშ-ის მიერ საბრძოლო ოპერაციების განახლების შემდეგ, ირანს ისრაელზე დარტყმა არ განუხორციელებია.