01 აგვ 2026
რუმინეთში აგვისტოს მთელი პერიოდისთვის ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი ელექტროენერგიის წარმოების შემცირებაა, რაც მდინარე დუნაიში წყლის დონის რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე ვარდნამ გამოიწვია. ამის გამო ქვეყნის ერთ-ერთი ბირთვული რეაქტორის მუშაობა შეჩერდა.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის განცხადებით, მთავრობამ გამოყო დაფინანსება დუნაიზე საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად, რათა დროებით შეიცვალოს წყლის ნაკადის მიმართულება არხის გავლით და მეორე ბირთვული რეაქტორის ელექტროსისტემასთან კავშირი შენარჩუნდეს.
რუმინეთის პრემიერის თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინასთან და მეზობელ ქვეყნებთან, რათა დენის პიკური მოხმარების საათებში, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის იმპორტი იყოს უზრუნველყოფილი.ანალოგიური პრობლემაა უნგრეთშიც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით მდინარე დუნაის წყლის დაბალი დონის გამო ქვეყნის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურ „პაკშს“, შესაძლოა, 4 ან 5 აგვისტოს ყველა რეაქტორის მუშაობა სრულად შეუჩერდეს.