კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიხაილო ფედოროვის მხარამჭერი აქცია გაიმართა

01 აგვ 2026

უკრაინის დედაქალაქში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ცენტრში თავდაცვის სექტორში რეფორმების, ხელისუფლებასთან დიალოგისა და ცვლილებების მოთხოვნით მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა.ათასობით ადამიანი ტარას შევჩენკოს პარკში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

ვეტერანმა დმიტრი კოზიატინსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსვლელობის მიზანია „კომუნიკაცია, დიალოგი, რეფორმები და ის, რომ უკრაინა კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს“აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით „ფედოროვი – თავდაცვის მინისტრად“, რომლითაც მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ.ცნობისთვის, 28 ივლისს ვეტერანმა დმიტრი კოზიატინსკიმ, რომელიც მანამდე მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგ გამართულ აქციებს ხელმძღვანელობდა, 31 ივლისის საღამოს კიევში საპროტესტო მსვლელობა დააანონსა.შეგახსენებთ, რომ 16 ივლისიდან კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელი მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომას მოითხოვდნენ.