01 აგვ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი.
ლევან მაისურაძემ სტუმარს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკა და კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები გააცნო. მხარეებმა, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერმა ნაყოფიერი შეხვედრისთვის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.