„სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

01 აგვ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, სხვადასხვა დროს, საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: მათ შორის 79 აბი „სუბუტექსი“  და 12 აბი „მდმა“.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.