01 აგვ 2026
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმურს უწოდებს.
ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის 30 ივლისის პლიტსაბჭოს სხდომას 130-დან, მხოლოდ, 40-მდე ადამიანი ესწრებოდა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური.
“გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ბევრ სიყალბეს ვაწყდები, იძულებული ვხვდები, რაღაცებზეც ვისაუბრო. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომას არვესწრებოდი, ყრილობის ჩატარებამდე მე ვასრულებ „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობას, იქ არ იმყოფებოდა თავმჯდომარისარცერთი მოადგილე, არ იმყოფებოდნენ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანირეგიონული ლიდერები. მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჩემიინფორმაციით, და ეს, ცნობები, ბუნებრივია, მე მომივიდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ესწრებოდნენ პოლიტიკურ საბჭოს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზეიმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყოუფლებამოსილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო 130 ადამიანისგან შედგება. იმისთვის, რომ იყოს ქვორუმი და სხდომაუფლებამოსილი იყოს გადაწყვეტილებების მიღებებად, მათ შორის ყრილობისთარიღის ჩანიშვნა, შესაბამისი დელეგატების განსაზღვრა, ყველა იმპროცედურის დადგენა, რაც აუცილებელია ყრილობა ყველა წესის და კანონისდაცვით მოწვეული, ამას ძალიან დიდი შედეგები ახლავს თან, რაოდენ ტექნიკურსარ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომსამართლებრივად უნდა გაფორმდეს, და სამართლებრივად რომ გაფორმდეს, ისუნდა იყოს ლეგიტიმური. თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომისსაფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების დასაფრთხეების წინაშე აყენებს პარტიას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგანმიიღო დავალება, ყრილობა რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო.
თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა პირველად ვნახე, - ასუ უპასუხა ბოკუჩავას ანა წითლიძემ.
წითლიძის თქმით, როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკურისაბჭოს სხდომის ქვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
„ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამთანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილადპირველად ვნახე. როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრეპოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა ანპოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოსსხდომის ქვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ. თორემ ესეცშეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც“, – წერს ანა წითლიძე.