04 აგვ 2026
ჰორმუზის სრუტეში დარტყმა კიდევ ერთ ტანკერს მიაყენეს, - ამის შესახებ რეგიონში საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის ორგანიზაცია - გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციები იუწყება.
ორგანიზაციის ცნობით, სატვირთო გემმა საგანგებო სიგნალი გაავრცელა და განაცხადა, რომ ჭურვი მოხვდა. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ინფორმაციით, ტანკერს დარტყმა მიაყენეს ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილში.
ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, ვინ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ომანის მახლობლად გემებზე თავდასხმების შემთხვევები გახშირდა.