04 აგვ 2026
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის „უკანასკნელი შანსია „კარგი დოკუმენტის“ გასაფორმებლად. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გადადო ირანზე თავდასხმა. მისივე თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლების თხოვნით, მოლაპარაკებებს განაგრძობს.
ტრამპის განმარტებით, ირანთან მოლაპარაკებები „სწრაფად წარიმართება“ და ჰორმუზის სრუტე, შესაძლოა, უკვე 4 აგვისტოს სრულად გაიხსნას. ეს, მისი შეფასებით, შეთანხმების „პირველი ფაზა“ იქნება.
დონალდ ტრამპის თქმით, „მეორე ფაზა“ ირანის ბირთვულ განიარაღებას ითვალისწინებს, რასაც, როგორც თავად ამბობს, გარკვეული დრო დასჭირდება.