ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

04 აგვ 2026

ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. "BEACH" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი ბათუმის დრამატულ სცენაზე 5 და 6 აგვისტოს იხილავს.

წარმოდგენა ორიგინალური შტრიხებით დაიგეგმა და სცენაზე ერთად გამოყენებული იქნება ეკრანი, სადაც სცენები გადაღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე. სცენარის ავტორები და რეჟისორები  გიორგი ხურცილავა და ლაშა ცქვიტინიძე არიან. BEACH“ არის მსუბუქი, ირონიული და სასაცილო ამბავი ურთიერთობებსა და ადამიანებზე.

როგორ ქმნის  სრულიად განსხვავებული ტიპაჟების შეხვედრა კურიოზულ, ზოგჯერ აბსურდულ, მაგრამ ყველასთვის ძალიან ნაცნობ სიტუაციებს.

სპექტაკლის მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველოა.