ქურდობის ფაქტი თბილისში

04 აგვ 2026

სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.  შსს-ს ინფორმაციით იგი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.  

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირადღირებულ ტექნიკას, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.