უკანონო თევზჭერის ფაქტი დუშეთში

04 აგვ 2026

დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამართალდარღვევა სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე გამოავლინეს.

მოქალაქეები თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდნენ.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.