04 აგვ 2026
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო. აპლიკნატებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ საპრეტენზიო განაცხადით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.
საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. სააპელაციო განცხადებები იგზავნება ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge.
გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია.
ცენტრის ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შესაძლოა აპლიკანტს ქულა მოემატოს, დააკლდეს ან შედეგი უცვლელი დარჩეს.