04 აგვ 2026
უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას, რომელიც გასული ღამიდან დაიწყო. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 4 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სუმიზე დარტყმა იყო ექვსი მართვადი ავიაბომბით. კერძო სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპნენ 5 და 10 წლის გოგოები. დაღუპულია ხანდაზმული ქალიც. ქალაქში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და არასაცხოვრებელი შენობები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სუმიზე შეტევა იყო რუსული უპილოტო საფრენი აპარატებითაც.