05 აგვ 2026
ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქის სან-პაულოს იტაკუაკესეტუბის რაიონში მდებარე ქიმიურ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ხელისუფლებამ ახლომდებარე სახლებიდან 150 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სან-პაულოს სახანძრო სამსახურმა 30 მანქანა და 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი გაგზავნა ხანძრის ჩასაქრობად.
ქარხანა გამხსნელებსა და პოლიესტერის ფისებს აწარმოებს. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.