05 აგვ 2026
ირაკლი ფავლენიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იქნება, რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი – ნანუკა ჟორჟოლიანი, – ამის შესახებ გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მე-13 ყრილობაზე მიიღეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის თანამდებობები და მმართველი საბჭოს სახით შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო.
მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ჯერ არ არის პარტიის წევრი და არც პარტიის მმართველ ორგანოებში არ იღებს მონაწილეობას.
„კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას რეფორმების საბჭო, სადაც არაპარტიული შემადგენლობით – ექსპერტები, გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას რეფორმების საბჭოს საქმიანობაში. ირაკლი ფავლენიშვილი არჩეულ იქნა მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ. მმართველი საბჭოს კომპეტენციაში შესულია ყველა ის უფლებამოსილებები, რაც წინა წესდებით ეხებოდა პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს. ეს კომპეტენციები გაერთიანდა და ერთიანად აღასრულებს მმართველი საბჭოს კოლეგიალური ორგანო“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.