05 აგვ 2026
ეკონომიკური ზრდა, და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის შეძენა და საგანმანათლებლო პროგრამები - თემებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური გუნდის წარმატებად შეაფასა ნაურუს გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების თაობაზე.
მთავრობის მეთაური, ასევე, გამოეხმაურა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხსაც. პრემიერი კიდევ ერთხელ შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს და თქვა, რომ მთავრობის გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წელს უნდა დასრულდეს.
ირაკლი კობახიძემ ეკონომიკური ზრდის მზარდ ტენდენციაზეც ისაუბრა. ითქვა, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ქვეყნის სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი.
პრემიერმა გუდაურის საკურორტო ზონის კეთილმოწყობასა და დაგეგმილ სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება.