სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით ნიკა მელიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

06 აგვ 2026

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ უპატივცემულობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

დღეს გამოტანილმა განაჩენმა მელიას წინა განაჩენი შთანთქა და იგი საპატიმროს, კვლავ, 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.

მელიას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.