სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება - ვაჟა სირაძე

06 აგვ 2026

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. 

ვაჟა სირაძის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტები დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012 წლამდე პერიოდში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დანაშაულის პრევენციის, მომხდარი ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების და დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად.

 

სწორედ ამის შედეგია, მიმდინარე წელს მომხდარი 31 მკვლელობის ფაქტიდან 31-ვე გახსნილია, რაც ას პროცენტიან გახსნის მაჩვენებელს ნიშნავს. ამასთან, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება.

 

მაგალითისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტები დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012 წლამდე პერიოდში.

 

ჩვენი მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს დანაშაულის პრევენცია და მათზე სწრაფი რეაგირება“, - აღნიშნა მან.