„შავი ზღვის ვარსკვლავები“ - აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში

07 აგვ 2026

ბათუმში დასრულდა აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში „შავი ზღვის ვარსკვლავები.“

ტურნირი ვაჟთა და გოგონათა შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 2009-2010 და 2012-2013 წლებში დაბადებულთა შორის ჩატარდა. 

ჩემპიონობისთვის წყვილები ბათუმიდან, ქობულეთიდან, ქუთაისიდან, გორიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან, ჭიათურიდან, სამეგრელოდან და თურქეთიდან იბრძოდნენ.

გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.