07 აგვ 2026
ღალატი, მიზანმიმართული პროვოკაცია და ქართველი სამხედროების დისკრედიტაციის მცდელობა - კვლავ უმძიმესი რეაქციების მიზეზია გია ბარამიძის განცხადება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიას გადაცემაში გააკეთა და რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პოზიციამ საზოგადოების აღშფოთება გამოწვია. განცხადებას აფხაზეთის ომის ვეტერანები გამოეხმაურნენ და გივი ბარამიძე სიცრუის ტირაჟირებაში, სამხედროების შეურაცხყოფასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში დაადანაშაულეს.
ვეტერანები მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ და გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურისთვის მიმართავენ.