დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში სამედიცინო სკრინინგი ჩატარდა

07 აგვ 2026

დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში სამედიცინო სკრინინგი ჩატარდა. პროექტის მიზანი დაავადებების ადრეული გამოვლენა, ქრონიკული დაავადებების პრევენცია და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები. მათივე ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასთან ერთად, ჩატარდა შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევებიც.

სამედიცინო მომსახურებით ასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. პროექტი თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით განახორციელა.