ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

07 აგვ 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.  უნივერსიტეტი მიმდინარე წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1200-მდე სტუდენტმა დაასრულა, მათგან 100-მდე კურსდამთავრებული სწავლის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდა.

ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად გაიმართა მედიცინის პროგრამის კურსდამთავრებულების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია. 

სტუდენტთა გამოსაშვები საღამო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ბსუ-ს ბენდი ,,OFF SIDE“,ინდივიდუალური შემსრულებლები და ბსუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“ მონაწილეობდნენ.