07 აგვ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა, უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე მღებრიშვილთან ერთად, სტუდენტებს მადლობის სიგელები გადასცა.
ცნობისთვის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 282 კურსდამთავრებული ჰყავს. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ასევე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.