ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

07 აგვ 2026

7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მასწავლებელი და 16 დაშავდა  ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში ამავე სკოლის 14 წლის მოსწავლის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა მომხდარის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  ინციდენტი ბანგკოკის ჩრდილოეთით, ნონთაბურის პროვინციის ბანგ კრუაის რაიონში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაგმო შეიარაღებული თავდასხმა და მას  საშინელი ამბავი უწოდა.  

თებერვალში, ტაილანდის სამხრეთით, ჰატ იაის რაიონში, შეიარაღებულმა პირმა სკოლაში ცეცხლი გახსნა, მაშინ ერთი მასწავლებელი გარდაიცვალა და ერთი მოსწავლე დაშავდა.