07 აგვ 2026
წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ბუენოს-აირესში საპროტესტო აქციის დასაშლელად. ათასობით არგენტინელმა მიწისა და ქონების რეფორმის გასაპროტესტებლად დედაქალაქის კონგრესის შენობასთან მსვლელობა მოაწყო.
კანონმდებლობას პროფკავშირების, სოციალური ორგანიზაციების და ომის ვეტერანების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, რომლებიც მთავრობას ეროვნული სუვერენიტეტის გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა სცადა. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ უხეში ტაქტიკა გამოიყენა.