გაეროს გენერალური მდივანი უკრაინასა და რუსეთს უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

07 აგვ 2026

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმები, ასევე უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ბოლოდროინდელი თავდასხმები- განაცხადა გუტერეშის პრესმდივანმა.

ფარჰან ჰაკის თქმით, რუსეთის თავდასხმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უკრაინის დრონებით თავდასხმებმა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

გუტერეშის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის რისკებისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის პოტენციური შედეგების შესახებ.

გუტერეში მხარეებს  სამოქალაქო პორტებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვისკენ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ნავიგაციის თავისუფლებისკენ, სასწრაფო დეესკალაციისკენ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და სამართლიანი, მდგრადი მშვიდობისკენ მოუწოდებს.