მედიატურნირი პადელში

07 აგვ 2026

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით პადელში მედიატურნირი გაიმართა. შეჯიბრების ერთ-ერთი ორგანიზატორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და ტურნირში მედიის წარმომადგენლების გარდა სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები ლევან გურგენიძე და თამარ რამიშვილი გახდნენ. მედიატურნირს ვარკეთილში მდებარე თბილისის მერიის საზოგადოებრივი მულტიფუნქციური ცენტრის პადელის კორტებმა უმასპინძლა.

ჩემპიონები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტრისტან გულბიანმა დააჯილდოვეს.