„გუგალოს თასი“ - ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში

07 აგვ 2026

ქობულეთში დასრულდა ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის გუგალო კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი „გუგალოს თასის“ გათამაშება ფეხბურთში.

ტურნირში, რომელშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 12 გუნდი მონაწილეობდა, გუგალო კახიძის მეგობრების ორგანიზებით ჩატარდა და როგორც თავად განაცხადეს, ამ ჟესტით მეგობრის ხსოვნას პატივი მიაგეს. გუგალოს სახელობის თასის გათამაშება ყოველწლიურად გაიმართება.

ტურნირის გამარჯვებული ქობულეთის გუნდი „რაკეტები“ გახდა, რომელსაც გუგალო კახიძის სახელობის თასი გადაეცა.