ცხოველთა ჰიპერპოპულარიზაციის მართვის პროგრამა

07 აგვ 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილთან და პროგრამის მართვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.

თავშესაფარი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ემსახურება. პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში შეყვანილ მიუსაფარ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია  კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დიაგნოსტიკური კვლევები.

პროგრამა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ითვალისწინებს როგორც თავშესაფრების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ისე საველე ჯგუფების შესაბამისი სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, რაც პროცესის ჰუმანურად და ეფექტიანად განხორციელებას უწყობს ხელს.