გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა

07 აგვ 2026

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ჩემპიონატში პირველი ადგილი  საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა. მეორე ადგილი - თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა, მესამე ადგილი კი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის გუნდმა დაიკავა.

დაჯილდოების ცერემონიამდე, პარაკალათბურთში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შეჯიბრებაც გაიმართა.

ჩემპიონატის დახურვისა და დაჯილდოების ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

ტურნირში წელს 19 გუნდი  მონაწილეობდა.  საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველ წელს ტარდება.